შინაარსზე გადასვლა

შუშის ხოცვა-ჟლეტა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქ შუშის სომხური ნაწილის ნანგრევები, მას შემდეგ რაც იქ აზერბაიჯანული არმია შევიდა 1920 წელს. სურათის ცენტრში ჩამონგრეული სომხური ეკლესია ჩანს.

შუშის ხოცვა-ჟლეტა (სომხ. Շուշիի ջարդերშუშიი ჯარდერ) — ქალაქ შუშის სომეხი მოსახლეობის მასობრივი ხოცვა-ჟლეტა და ქალაქის სომხური ნაწილის განადგურება, რომელიც აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ 1920 წლის სომეხი მოსახლეობის აჯანყების[1][2][3] ჩახშობას მოჰყვა[4][5][6][7][8][9][10][11][12].

ხოცვა-ჟლეტა 1920 წლის 22 მარტიდან 26 მარტამდე გრძელდებოდა, საფუძვლად კი ედო კონფლიქტი ტერიტორიის საკუთრებაზე, რომელზეც პრეტენზიას სომხეთიც და აზერბაიჯანიც აცხადებდნენ. შედეგად შუშის სომეხი მოსახლეობა სრულად განადგურდა და დაინგრა მათი საცხოვრებელი ნაწილი.

ქალაქ შუშის სომხური ნაწილის განადგურება და სომხური ეკლესიის დაზიანება აზერბაიჯანის არმიის მიერ 1920 წელს.
ქალაქ შუშის სომხური ნაწილის ნანგრევები 1920 წლის შეტევის შემდეგ.
ქალაქ შუშის სომეხი მოსახლეობის გადაყვანა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე ხოცვა-ჟლეტამდე. (ფონზე მაცხოვრის სახელობის სომხური ტაძარი)

პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მთიანი ყარაბაღის ტერიტორია სადავო გახდა ორ ახლად დაარსებულ სომხეთისა და აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკებს შორის. ყარაბაღის უდიდესი დასახლება და რეგიონის დედაქალაქი შუშა, რომელიც დასახლებული იყო ძირითადად სომეხი და აზერბაიჯანელი მოსახლეებით, დავის ეპიცენტრში მოექცა.

1919 წლის 15 იანვარს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ბაქოში ყარაბაღის ტერიტორიის ანექსიის შესახებ გამოაცხადა და მის გენერალ-გუბერნატორად ხოსროვ ბეკ სულთანოვი[13] გამოაცხადა, რომელიც პანთურქიზმის მიმდევარი და თურქული ერთობისა და პროგრესის კომიტეტის წევრი იყო. ბრიტანეთი (რომელსაც მცირე რაზმები ჰყავდა შუშის ტერიტორიაზე) დათანხმდა სულთანოვის დანიშვნას, თუმცა განაცხადა, რომ ტერიტორიის მფლობელობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მომავალ საზავო კონფერენციაზე მიიღებოდა.

სულთანოვის დანიშვნის საპასუხოდ ყარაბაღის სომხურმა გენერალურმა ასამბლეამ (სომხეთის გენერალურმა საბჭომ ყარაბაღში) 19 თებერვალს შეხვედრა გამართა, უარყო აზერბაიჯანის ყველა პრეტენზია ყარაბაღზე და განაცხადა, რომ ეს ტერიტორია სომხეთის განუყოფელი ნაწილია[14].

1919 13 აპრილს ყარაბაღის ეროვნული საბჭო ისევ შეიკრიბა შუშაში და უარყო აზერბაიჯანის მოთხოვნა სუვერენიტეტზე, თითქოს ისინი ითხოვდნენ თვითგამორკვევის უფლებით სარგებლობას. ამის შემდეგ ადგილობრივი აზერბაიჯანელების რაზმმა შუშის სომხური მოსახლეობა ალყაში მოაქცია და მათგან ციხის დათმობა მოითხოვა. დაიწყო სროლაც, თუმცა ბრიტანელების შუამდგომლობის შემდეგ სომხები დათანხმდენ ციხის აზერბაიჯანელებისთვის გადაცემას[13].

1919 წლის 4-5 ივნისს შუშაში შეტაკებები მოხდა, სომეხ და აზერბაიჯანელ მაცხოვრებლებს შორის, ამის გამო სულთანოვმა დაიწყო შუშის სომხური ნაწილის ბლოკადა. ამერიკელმა ექთნებმა, რომლებიც შუშაში მუშაობდნენ, დაწერეს თათრების მიერ 700 ქრისტიანი მცხოვრების მკვლელობის შესახებ[15]. ცეცხლი სწრაფად შეწყდა მას შემდეგ, რაც სომხები დათანხმდნენ სულთანოვის გუბერნატორობას, სომხურმა ეროვნულმა საბჭომ კი დატოვა შუშა. თუმცა ახალი ძალადობრივი ტალღა დაიწყო მას შემდეგ, რაც ივნისის შუა რიცხვებში 2000-მდე შეიარაღებული აზერბაიჯანელი თავს დაესხა მეზობელი სოფლების სომხურ მოსახლეობას, გაძარცვეს და დაწვეს სომხური სოფლები და დაახლოებით 600 სომეხი მოკლეს[13].

1919 წლის 13 აგვისტოს შუშაში დაიწყო სომხეთის მეშვიდე კონგრესი, რომელიც 22 აგვისტოს შეთანხმებით დაგვირგვინდა. შეთანხმების მიხედვით, ყარაბაღი უნდა ყოფილიყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის შემადგენლობაში, სანამ საბოლოოდ არ გაირკვეოდა მისი სტატუსი პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე.

1920 წლის 19 თებერვალს სულთანოვმა წარადგინა მოთხოვნა სომხეთის ეროვნულ საბჭოში, რომ სასწრაფოდ დაემტკიცებინათ ყარაბაღის საბოლოოდ გადაცემა აზერბაიჯანისთვის[16]. საბჭოს მერვე კონგრესი 23 თებერვლიდან 4 მარტამდე მიმდინარეობდა, მათ განაცხადეს რომ აზერბაიჯანმა დაარღვია 22 აგვისტოს შეთანხმება და გააფრთხილა ისინი რომ განმეორებით შემთხვევაში ყარაბაღის დასაცავად შესაბამის ზომებს მიიღებდნენ[16]. მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხებმა კი აზერბაიჯანელების წინააღმდეგ აჯანყებისთვის მზადება დაიწყეს[17].

რიჩარდ ოვანისიანის თქმით ხანქენდისთან დამარცხებამ ჩაკეტა გზა შუშისკენ, როგორც დაგეგმილი იყო ვარანდის მილიცია შუშაში 22 მარტის საღამოს შევიდა, რომ მიეღო ანაზღაურება და მიელოცა გენერალ-გუბერნატორისთვის ნოვრუზი. იმავე ღამეს, დაახლოებით 100 შეიარაღებული კაცი, რომელთაც ნერსეს აზბეკიანი ხელმძღვანელობდა, ქალაქში შეუმჩნევლად შევიდა, რათა განეიარაღებინათ აზერბაიჯანელები. თუმცა ყველაფერი ჩაიშალა, რადგან მილიციელებმა მთელი ღამე დღესასწაულის აღნიშვნაში გაატარეს, ბევრი დალიეს და პოზიციები დროულად ვეღარ დაიკავეს. ნერსესის ჯგუფმა მილიციელებთან დაკავშირება ვეღარ მოახერხა და ცეცხლი გახსნა. სროლამ აზერბაიჯანელები გამოაფხიზლა და მათ შეიარაღება დროულად მოახერხეს. სომხურ მილიციას კი საკუთარი დავალება შესრულებული არ ჰქონდა. სროლა გათენებამდე გაგრძელდა, ვიდრე აზერბაიჯანელები შეიტყობდნენ, რომ ხანქენდისთან ბრძოლა მათ სასარგებლოდ დასრულდა. აზერბაიჯანელებმა შუშის სომხურ ნაწილში შესვლა დაიწყეს. ღამით განვითარებულმა მოვლენებმა შუშის სომეხი მოსახლეობა შეაშინა და რამდენიმე ათასმა მოსახლემ ქალაქის გარეუბანს მიაშურა თავდასაცავად.

აუდრეი ალტსტადსი წერს: როგორც ბრიტანელმა ჟურნალისტებმა შეიტყვეს, მოკავშირე ძალებმა, რომლებიც რეგიონში იმყოფებოდნენ გადაწყვიტეს, რომ ყარაბაღის პოლიცია თანაბარი რაოდენობის სომეხი და აზერბაიჯანელი მოსახლეობისგან უნდა შექმნილიყო. თუმცა 1920 წლის მარტში სომხურმა ნაწილმა აზერბაიჯანელების დახოცვა გადაწყვიტა ნოვრუზის აღნიშვნის დროს[18].

რიჩარდ ოვანისიანის თქმით:

ვიკიციტატა
„აზერბაიჯანის ჯარები, რომელთან აზერბაიჯანელი მოსახლეობაც შეუერთდა, ქალაქის სომხურ ნაწილში შევიდა და ყველაფერი გადაწვა. 23 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით 2000-მდე შენობა დაიწვა, მათ შორის: ეკლესია-მონასტრები, კულტურული ნაგებობები, სკოლები, ბიბლიოთეკები, ბიზნეს ცენტრი და სავაჭრო ცენტრი. ეპისკოპოსი ვაჰან ტერ-გრეგორიანი სასტიკი წამებით მოკლეს, ჯერ ენა მოაჭრეს, შემდეგ თავი მოკვეთეს და მის გვამს ქუჩებში აღლუმისას ატარებდნენ. პოლიციის უფროსი ავეტის ტერ-ღუკასიანი ცოცხლად დაწვეს. საბოლოოდ ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლი 500-მდე სომეხი გახდა[19].“

აზერბაიჯანელი კომუნისტი მუსაევის თქმით:

ვიკიციტატა
„დაიწყო დაუნდობელი ხოცვა დაუცველი ქალების, ბავშვების და მოხუცებისაც კი. ყველა სომეხი განურჩევლად კვდებოდა ... ლამაზ სომეხ გოგონებს ჯერ აუპატიურებდნენ და შემდეგ კლავდნენ. ხოსროვ-ბეი სულთანოვის ბრძანებით ექვს დღეში სომხური ნაწილში ყველა სახლი დაანგრიეს, გაძარცვეს და შეურაცყვეს საფლავები.“

ისტორიამ შემოინახა ჩანაწერი სადაც, სულთანოვი ჯიჰადზე საუბრობს და მოუწოდებს აზერბაიჯანელებს სომხების სრული განადგურებისკენ განურჩევლად სქესისა და ასაკისა[20].

საბჭოთა ენციკლოპედიის (1970 წლის მესამე გამოცემა) მიხედვით ამ მოვლენებმა 2096 მოსახლე იმსხვერპლა და მხოლოდ რამდენიმე სომხური ოჯახი გადარჩა[21].

ნადეჟდა მანდელშტამი ქალაქ შუშაზე წერს:

ვიკიციტატა
„ამ ქალაქში, რომელიც მანამდე შესანიშნავი იყო ყველა მხრივ, ახლა მხოლოდ კატასტროფის ნიშნები იმჩნეოდა. ამბობენ, რომ ხოცვა-ჟლეტის შემდეგ ყველა ჭა სავსე იყო გვამებით. ქალაქში კი აღარავინ დარჩენილიყო გარდა ცენტრში მოზეიმე მუსლიმებისა[22].“

1936 წლის 21 იანვარს კრემლში აზერბაიჯანის დელეგაციის მიღების დროს სერგო ორჯონიკიძემ გაიხსენა 1920 წელს შუშაში ნანახი:

ვიკიციტატა
„მე დღესაც მახსოვს რა ვნახე 1920 წელს შუშაში. სომხეთის საუკეთესო ქალაქი სრულიად განადგურებული იყო. ჭაში კი ქალისა და ჩვილი ბავშვის გვამი ვიპოვეთ[23].“

აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ბეჰუბ ხან ჯავანშირი ოპერაცია ნემესისის დროს მოკლეს, შუშის ხოცვა-ჟლეტაში მონაწილეობის გამო[24].

1917 წელს გამოქვეყნებული მონაცემებით, 1916 წელს რუსეთის რევოლუციამდე შუშაში 43 869 მოსახლე ცხოვრობდა, რომლებიდანაც 23 396 (53%) სომეხი იყო, 19 121 (44%) კი აზერბაიჯანელი[25].

მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა დაუზუსტებელია[26][27], თუმცა სავარაუდოდ შუშის ხოცვა-ჟლეტას 20 000-30 000 სომეხი ემსხვერპლა[28][29][30][31][32], ქალაქის სომხური ნაწილი კი სრულიად განადგურდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Thomas de Waal. Black Garden: Armenia and Azerbaijan through Peace and War, p. 128. ISBN 0814719449
  2. Michael P. Croissant. The Armenia-Azerbaijan Conflict: Causes and Implications. Greenwood Publishing Group, 1998. ISBN 0275962415, 9780275962418, p. 17
  3. Tim Potier. Conflict in Nagorno-Karabakh, Abkhazia and South Ossetia: A Legal Appraisal. ISBN 9041114777
  4. Edward Thomas Devine, Paul Underwood Kellogg, The Survey, Volume 43, Survey Associates, Charity Organization Society of the City of New York, 1920, p. 346 "...caused a recent exodus of over two thousand Armenians form Shusha (survivors of a Tartar post-war massacre there) through hostile villages to the nearest rail point..."
  5. S. Neil MacFarlane, Oliver Thränert,, Balancing hegemony: the OSCE in the CIS, Centre for International Relations, 1997, p. 71 "Another event of the period was the massacre in March 1920 of Armenians in Shusha, the historic centre of Karabakh, which shifted its ethnic status from an Armenian-dominated town to an Azeri-dominated one."
  6. Brook, Stephen (1993). Claws of the crab: Georgia and Armenia in crisis, გვ. 326. „In the 1920s a massacre of Armenians led to an Azeri majority in the town.“ 
  7. Chorbajian, Levon (1994). The Caucasian Knot: The History & Geopolitics of Nagorno-Karabagh. London: Zed Books, გვ. 141. ISBN 9781856492881. „The city of Shushi, formerly the third largest city in Transcaucasia, saw its Armenian population decimated by the massacre of March 1920.“ 
  8. (რუსული) A. Zubov, Политическое будущее Кавказа: опыт ретроспективно-сравнительного анализа (Political future of the Caucasus),"Znamiya" journal, 2000, #4 "Британская администрация почему-то передала населенные армянами уезды Елизаветпольской губернии под юрисдикцию Азербайджана. Британский администратор Карабаха полковник Шательворт не препятствовал притеснениям армян, чинимым татарской администрацией губернатора Салтанова. Межнациональные трения завершились страшной резней, в которой погибла большая часть армян города Шуши. Бакинский парламент отказался даже осудить свершителей Шушинской резни, и в Карабахе вспыхнула война."
    "British administrator of Karabakh colonel Shuttleworth didn't impede the discrimination of Armenians by Tatarian administration of governor Saltanov. The national clashes ended by the terrible massacres in which the most of Armenians in Shusha town perished. The Parliament in Baku refused even condemn the accomplishers of the massacres in Shusha and the war was started in Karabakh."
  9. Verluise, Pierre (April 1995), Armenia in Crisis: The 1988 Earthquake, Wayne State University Press, p. 6, ISBN 0814325270, http://books.google.com/books?id=Y4kQUU_bpOsC&printsec=frontcover&source=gbs_atb#v=onepage&q&f=false
  10. "exterminé la population arménienne dans l'ancienne capitale Chouchi au début du 20ème siècle." La nation, un concept républicain (14ème partie): les solutions républicaines fondées sur les états-nations pour des conflits actuels, par Valentin Boudras-Chapon // ReSPUBLICA journal, Mardi 22 mai 2007 დაარქივებული 2007-10-25 საიტზე Wayback Machine.
  11. Situation des réfugiés et déplacés d’origine arménienne sur le territoire de l’ex-Union soviétique French (PDF). Commission des recours des refugies. ციტატა: „De 1918 à 1920, les républiques indépendantes d’Arménie et d’Azerbaïdjan se sont disputées le contrôle du Karabagh, pour des raisons symboliques et stratégiques. Des pogroms et des incendies anéantissent le quartier arménien de Chouchi en février 1920.“
  12. I. P. Dobaev, V. I. Nemchina: И.П.Добаев, В.И.Немчина. Новый терроризм в мире и на Юге России: сущность, эволюция, опыт противодействия დაარქივებული 2007-10-13 საიტზე Wayback Machine. (Ростов н/Д., 2005)
  13. 13.0 13.1 13.2 "Armenia: The Survival of a Nation", revised second edition, 1990, by Christopher J. Walker, page 270
  14. "letter from [[Avetis Aharonian]], president of the delegation of the Republic of Armenia, addressed to the presidents of the delegations of Italy, France, England, and the U.S.". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-14. ციტირების თარიღი: 2015-08-27.
  15. The New York Times, Sept. 4, 1919. "Nurses stuck to post"
  16. 16.0 16.1 "Nagorno Karabagh in 1918-1920". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-01-24. ციტირების თარიღი: 2015-08-27.
  17. The Armenian People from ancient to modern times, ed. by prof. Richard G. Hovannisian, USA, 1997, Vol. II, p. 318: «Finally, in August 1919, the Karabagh National Assembly yielded to provisional and conditional Azerbaijani jurisdiction. The twenty-six conditions strictly limited the Azerbaijani administrative and military presence in the region and underscored the internal autonomy of Mountainous Karabagh. Violations of those conditions by Azerbaijan culminated in an abortive rebellion in March 1920. In retribution, the Azerbaijani forces burned the beautiful city of Shushi, hanged Bishop Vahan, and massacred much of the population. It was the end of Armenian Shushi.»
  18. Audrey L. Altstadt. Azerbaijani Turks: Power and Identity Under Russian Rule. Hoover Press, 1992. ISBN 0-8179-9182-4, ISBN 978-0-8179-9182-1, p. 103
  19. Richard G. Hovannisian. The Republic of Armenia, Vol. III: From London to Sèvres, February–August 1920 p.152
  20. Институт Истории АН Армении, Главное архивное управление при СМ Республики Армения, Кафедра истории армянского народла Ереванского Государственного Университета. Нагорный Карабах в 1918-1923 гг. Сборник документов и материалов. Ереван, 1992. Документ №443: из письма члена компартии Азербайджана Оджахкули Мусаева правительству РСФСР. стр. 638-639 (Institute of History of the Academy of sciences of Armenia, the Main archival department at Ministerial council of Republic Armenia, Faculty of history of Armenian people of the Yerevan State University. Nagorny Karabakh per 1918-1923. Collection of documents and materials. Yerevan, 1992. The document №443: from the letter of a member of communist party of Azerbaijan Ojahkuli Musaev to the government of RSFSR. рр. 638-639)
  21. Great Soviet Encyclopedia, vol. 17, London, Collier Macmillan, 1973, p. 301. quoted by Tim Potier. Conflict in Nagorno-Karabakh, Abkhazia, and South Ossetia: A Legal Appraisal. ISBN 90-411-1477-7
  22. (in Russian) Н. Я. Мандельштам. Книга третья. Париж, YMCA-Ргess, 1987, с.162-164.
  23. Партиздат ЦК ВКП(б), 1936, с. 60-63
  24. "Помимо лидеров младотурок руководство операции "Немезис" приняло решение о ликвидации некоторых деятелей мусаватистского правительства Азербайджана, виновных, по их мнению, в организации резни армян в Баку в сентябре 1918 г. - бывшего премьер-министра Фатали хана Хойского (июнь 1920 г.), а также бывшего министра Бехбуд хана Дживаншира (июль 1921 г.), организатора резни армян в Шуши (Карабах)." I. P. Dobaev, V. I. Nemchina: И.П.Добаев, В.И.Немчина. Новый терроризм в мире и на Юге России: сущность, эволюция, опыт противодействия დაარქივებული 2007-10-13 საიტზე Wayback Machine. (Ростов н/Д., 2005)
  25. «Кавказский календарь» на 1917 год. Тифлис, 1916, p. 190—196
  26. Richard G. Hovannisian. The Republic of Armenia, Vol. III: From London to Sèvres, February–August 1920
  27. Thomas de Waal. Black Garden: Armenia and Azerbaijan through Peace and War. ISBN 0-8147-1944-9
  28. Giovanni Guaita (2001). „Armenia between the Bolshevik hammer and Kemalist anvil“, 1700 Years of Faithfulness: History of Armenia and its Churches. Moscow: FAM. ISBN 5-89831-013-4. 
  29. The Nagorno-Karabagh Crisis:A Blueprint for Resolution (PDF). Public International Law & Policy Group and the New England Center for International Law & Policy (June 2000). ციტატა: „In August 1919, the Karabagh National Council entered into a provisional treaty agreement with the Azerbaijani government. Despite signing the Agreement, the Azerbaijani government continuously violated the terms of the treaty. This culminated in March 1920 with the Azerbaijanis' massacre of Armenians in Karabagh's former capital, Shushi, in which it is estimated that more than 20,000 Armenians were killed.“
  30. Why IDPs Matter in the Nagorno-Karabakh Conflict by Seepan V. Parseghian, p.5
  31. Historic Maps of Armenia: The Cartographic Heritage – Page 7 by Rouben Galichian
  32. Russian analysts Igor Babanov and Konstantin Voevodsky write that "On March, 1920, during the occupation of Shusha town, 30 thousand Armenians were massacred". / Игорь Бабанов, Константин Воеводский, Карабахский кризис, Санкт-Петербург, 1992